Սայաթ Նովա - საიათნოვა
საიათნოვა 1962 წლის საბჭოთა მარკაზე საიათნოვას სახელობის სკვერი თბილისის მეიდანზე ცც საიათნოვას სასაფლაო სურფგევორქის ეკლესიაში საიათნოვა ( სომხ. Սայաթ-Նովա ; სპარს. سایاتنووا ; აზერ. Sayat-Nova ; დ. 14 ივნისი , 1712 , ტფილისი — გ. 22 სექტემბერი , 1795 , ახპატი ) — საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი , აშუღი , მომღერალი. საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ჰყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანიდან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერით. უკრავდა კამანჩეზე, ჩონგურზე . ის ერეკლე II -ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის...